საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს. ფაქტი რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი - 3 400-ს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 57 000-ს შეადგენს. სულ კორონავირუსი 97 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის საქართველოშია.